სიახლეები
„თბილსერვის ჯგუფი“ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს დედაქალაქის მასშტაბით, ღამის საათებში გაიტანს
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს დედაქალაქის მასშტაბით, ღამის საათებში გაიტანს.
თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ნარჩენების გატანის ახალი რეჟიმის დაწესებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცენტრალურ უბნებში საპილოტე ფორმატით დაწყებული პროექტი უკვე მთელი თბილისის მასშტაბით განხორციელდება.
მისი თქმით, „თბილსერვის ჯგუფის“ ნაგავმზიდი ავტომანქანები თბილისის მასშტაბით, საყოფაცხოვრებო ნარჩენს 22:00-დან 06:00 საათამდე და 10:30-დან 17:00 საათამდე პერიოდში გაიტანენ.
„ალბათ ახსოვს საზოგადოებას, ჩვენ დავიწყეთ საპილოტე პროექტი, რომელიც ნარჩენების ღამის საათებში გატანას ითვალისწინებდა და საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს დღესაც. გვინდა, დავიწყოთ, ამ პროექტის თბილისის მასშტაბით განხორციელება. „თბილსერვის ჯგუფი“ მომზადებულია, ავტომობილები, ტექნიკა გადაწყობილია ამ ახალი სისტემისთვის. პროექტის ფარგლებში, „თბილსერვის ჯგუფის“ ნაგავმზიდი ავტომანქანები თბილისის მასშტაბით, საყოფაცხოვრებო ნარჩენს 22:00-დან 06:00 საათამდე გაიტანს, თუმცა არის ქუჩები, რომელიც საჭიროებს ნარჩენების დღის განმავლობაში გატანას. აქაც ისეთი დროა შერჩეული, რომ პიკის საათებს ავცდეთ და ის დისკომფორტი, რაც ამ დროს დედაქალაქში ხდება, მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან. ასეთ ქუჩებში ნარჩენებს 10:30-დან 17:00 საათამდე პერიოდებში გაიტანენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მსგავსი სიახლეები
კვირის გრაფიკი
ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე
9 აგვ 2021კვირის გრაფიკი
საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...
ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო
6 აგვ 2021კვირის გრაფიკი
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...
ფინანსური სისტემების განვითარების დონე მსოფლიოსა და საქართველოში
2 აგვ 2021კვირის გრაფიკი
ფინანსური განვითარების ინდექსით საქართველო მსოფლიოში 77-ე ადგილზეა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოში აღნიშნული ინდექსი შეადგენს 0.30-ს, რაც მსოფლიოს საშუალო...