სიახლეები
სექტემბრიდან, კვარტალში ერთხელ, სამეცნიერო ნაშრომების წაკითხვა სამართლებრივ ჟურნალში “იუსტიცია” იქნება შესაძლებელი. ჟურნალის პირველი ნომრისათვის სტატიების მიღება მომავალი კვირიდან დაიწყება.
იუსტიციის მინისტრმა სამეცნიერო გამოცემის პრეზენტაცია აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან გამართა. რატი ბრეგაძის განმარტებით ,ჟურნალი “იუსტიცია” ხელს შეუწყობს სამართლის ცალკეული დარგების განვითარებასა და სამართლებრივ საკითხებზე აკადემიური დისკუსიის გაღრმავებას.
ჟურნალის რედაქტორი და სარედაქციო საბჭოს წევრი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ამჟამად იუსტიციის მინისტრის მრჩეველი მინდია უგრეხელიძე იქნება. ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკას კი სარედაქციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით განსაზღვრავს: იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე; საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა; თსუ-ს სრული პროფესორი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი თევდორე ნინიძე; უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე; საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ჯონი ხეცურიანი.
ჟურნალი „იუსტიცია“ (ლათ. IUSTITIA) საერთაშორისო რეფერირებადი და რეცენზირებადი გამოცემა იქნება. ის ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოიცემა და როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით გახდება ხელმისაწვდომი.
მსგავსი სიახლეები

6 აგვ 2021პოლიტიკა
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში სკოლამდელი აღზრდა-განათლების რეფორმაზე იმსჯელეს

6 აგვ 2021პოლიტიკა
იუსტიციის სამინისტროს სტრატეგიული განვითარების 10-წლიანი სამოქმედო გეგმა
კვირის გრაფიკი
ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე
9 აგვ 2021კვირის გრაფიკი
საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...
ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო
6 აგვ 2021კვირის გრაფიკი
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...
ფინანსური სისტემების განვითარების დონე მსოფლიოსა და საქართველოში
2 აგვ 2021კვირის გრაფიკი
ფინანსური განვითარების ინდექსით საქართველო მსოფლიოში 77-ე ადგილზეა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოში აღნიშნული ინდექსი შეადგენს 0.30-ს, რაც მსოფლიოს საშუალო...