06:26 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
​​„მობილური იუსტიციის სახლი“ აგვისტოდან ამოქმედდება
მსჯავრდებულებისთვის კვალიფიკაციის ამაღლება და დასაქმება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება

სიახლეები

იუსტიციის სამინისტროს სტრატეგიული განვითარების 10-წლიანი სამოქმედო გეგმა

თუ თქვენ ცხოვრობთ სოფელში, რომელიც იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრს დაშორებულია, ხანგრძლივი მგზავრობა აღარ მოგიწევთ.  „მობილური იუსტიციის სახლი“ სოფელშივე მოგაკითხავთ და თქვენთვის სასურველ სერვისს სახლიდან გაუსვლელად, ადგილზე მიიღებთ. ეს  იუსტიციის სამინისტროს 10 წლიანი სამოქმედო გეგმის ერთ- ერთი კომპონენტია.  ონლაინ უნივერსიტეტი,  პერსონალური ასისტენტი,  ჯასთ აპი (Just App) და პრობბოქსი (Probbox) .  უწყება მომდევნო 10 წლის განმავლობაში კიდევ ათეულობით ახალი მომსახურების დანერგვას გეგმავს. 
 
Just App იგივე „ციფრული იუსტიციის სახლი“ იუსტიციის სამინისტროს მიერ დაგეგმილი ერთი - ერთი მასშტაბური პროექტია.  შეიქმნება ერთიანი სახელმწიფო აპლიკაცია ( Just App) , რომელშიც ელექტრონული სერვისები მოიყრის თავს.  Just App-ის საშუალებით,  მოქალაქეს სახელმწიფო სერვისების დისტანციურად მიღება საკუთარი მობილური ტელეფონის გამოყენებით, იუსტიციის სახლში ვიზიტის გარეშე შეეძლება.
 
იუსტიციის სახლი   სრულიად ახალ კონცეფციას შესთავაზებს ბიზნეს სექტორსაც. „პერსონალური ასისტენტის“ მთავარი ამოცანა მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის დისტანციური კონსულტაციისა თუ მომსახურების უზრუნველყოფა იქნება. ეს მომსახურება განსაკუთრებით ბიზნეს ორგანიზაციებისთვის იქნება მოსახერხებელი. ამასთან, იუსტიციის სახლი  პრემიუმ მომსახურებისთვის განკუთვნილ სპეციალურ სივრცეებს შექმნის,  სადაც ბიზნეს სუბიექტი, მხოლოდ ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული სერვისის მიღებას, სრულიად განსხვავებული კონცეფციის გარემოში შეძლებს.
 
Probbox  - ეს იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთი ინოვაციური პროექტია. თუ აქამდე პრობაციონერებს რეგისტრაციისთვის შორ მანძილზე უწევდათ სიარული, ახლა ამ პროცედურას უკვე probbox - ის საშუალებით გაივლიან. მოწყობილობა იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და ადგილობრივ მუნიციპალურ შენობებში განთავსდება. მასში ჩამონტაჟებული სხვადასხვა სახის საიდენტიფიკაციო მოწყობილობების საშუალებით კი პრობაციონერებისთვის რეგისტრაცია უკვე გაცილებით მარტივი გახდება.
 
 
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განსაკუთრებული ზრუნვის საგანი კვლავ დანაშაულის პრევენცია, პრობაცია, მსჯავრდებულთა პროფესიული გადამზადება, მცირე ზომის, საოჯახო ტიპის დაწესებულებებისა და სრულიად ახალი ტიპის საპატიმროების მშენებლობაა. პირველად საქართველოში, ევროპული სტრანდარტების, 700 - მდე მსჯავრდებულზე გათვლილი საპატიმრო დაბა ლაითურში უკვე მომდევნო წლის დასაწყისში გაიხსნება.
 
მსჯავრდებულთა  პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ციფრული უნივერსიტეტი  სწორედ ამ მიზანს ემსახურება. პროექტი  პატიმრებისთვის ისეთ ონლაინ სალექციო კურსებს უზრუნველყოფს, რომლებსაც  სხვადასხვა უნივერსიტეტში აკრედიტირებული ლექტორები გაუძღვებიან.
 
სამინისტრო კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს საბჭოთა სამართლებრივი მემკვიდრეობის აღმოფხვრის მიზნითაც. მომზადდება  საკანონმდებლო ცვლილებები, რათა მოქმედი სამართლებრივი ნორმები სრულად მიესადაგოს თანამედროვე სამართალში დამკვიდრებულ სტანდარტებს. საქართველოში აღარ იარსებებს საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი არც ერთი სამართლებრივი ინსტიტუტი და მიდგომა.
 
სამინისტროს სტრატეგიულ მიმართულებად რჩება მიწის ფონდის რეგისტრაცია. სამოქმედო გეგმის პერიოდში  დასრულდება მიწის ნაკვეთების პირველადი რეგისტრაციის პროცესი. დარეგისტრირდება 1 000 000 ჰა-ზე მეტი ფართობი, რაც დამატებით 1 200 000-მდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ნიშნავს.  დამისამართდება 2700-მდე სოფელი და შეიქმნება სრულყოფილი სამისამართო რეესტრი.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ტემპები და პროგნოზი

16 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში საქართველოში დღეს არსებული კოვიდის შემთხვევები ორ კვირაში თითქმის გაორმაგდება. OurWorldInData-ს მონაცემებით, საქართველოში 15 აგვისტოს...

ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე

9 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...

ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო

6 აგვ 2021კვირის გრაფიკი

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...