სიახლეები
"FITCHRATINGS"-ის შეფასებით "თელასი"-ს საკრედიტო რეიტინგი (B+)-ით და სტაბილური პროგნოზით განისაზღვრა
6 აგვ 2021სხვა
სარეიტინგო სააგენტო "Fitch Ratings"-მა სს „თელასი" პირველად შეაფასა და კომპანიის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი (B+)-ით და სტაბილური პროგნოზით განსაზღვრა.
"თელასი"-სთვის რეიტინგის მინიჭება განაპირობა საქართველოს საფონდო ბირჟაზე ხუთწლიანი ობლიგაციების განთავსების განძრახვამ 130 მილიონი ლარის დაფინანსების მოზიდვის მიზნით.
საბილოო რეიტინგის მინიჭება დამოკიდებულია კომპანიის წარმატებული ადგილობრივი ობლიგაციების გამოშვებასა და რეფინანსირებაზე. ამასთანავე რეიტინგი შეზღუდულია შესრულების რისკებით, რომლებიც დაკავშირებულია ელექტროენერგიის მიწოდების დაგეგმილ გაყოფასა და საქართველოში ბაზრის ახალ მოდელთან.
რეიტინგის სიძლიერეს განაპირობებს „თელასი"-ს ბუნებრივი მონოპოლიური პოზიცია თბილისის ელექტროენერგიის განაწილების სეგმენტში, რომელიც თავის მხრივ რეგულირდება გრძელვადიან აქტივებზე დაფუძნებული ტარიფებით, დადგენილი დამოუკიდებელი მარეგულირებლის (სემეკის) მიერ. ასევე, მოსალოდნელია ფულადი ნაკადების ხილვადობის გაუმჯობესება ელექტროენერგიის მიწოდების დაგეგმილი გაყოფისა და დაბალი სავალუტო (FX) რისკების შემდეგ.
საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნის თანახმად საქართველოს საფონდო ბირჟაზე ობლიგაციების განსათავსებლად კომპანიებს მოეთხოვებათ საკრედიტო რეიტინგი მინიმუმ B+ დონეზე. ვინაიდან ობლიგაციების დაფარვის ვადაა 5 წელი საჭიროა საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნება მინიმუმ ამავე დონეზე, ამავე პერიოდის განმავლობაში, მისი განახლების გზით.
""Fitch Ratings"-ს შეფასება უმნიშვნელოვანესია კომპანიის სტაბილური და ეფექტიანი მუშაობის წარმოსაჩენად, რაც დაეხმარება "თელასს" მოიზიდოს ფინანსური რესურსები საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან" - განაცხადა სს "თელასი"-ს გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა.
მსგავსი სიახლეები
კვირის გრაფიკი
ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე
9 აგვ 2021კვირის გრაფიკი
საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...
ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო
6 აგვ 2021კვირის გრაფიკი
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...
ფინანსური სისტემების განვითარების დონე მსოფლიოსა და საქართველოში
2 აგვ 2021კვირის გრაფიკი
ფინანსური განვითარების ინდექსით საქართველო მსოფლიოში 77-ე ადგილზეა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოში აღნიშნული ინდექსი შეადგენს 0.30-ს, რაც მსოფლიოს საშუალო...