სიახლეები
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ირაკლი ჩიქოვანი ევროკავშირის ელჩის მრჩეველს საქართველოში, ჟულიენ კრამპს შეხვდნენ.
მხარეებმა განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგი, დაგეგმილი რეფორმების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები და ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება.
მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ურყევ მზაობას ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით საჭირო რეფორმების გატარებისთვის გაგრძელდეს აქტიური მუშაობა და სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობა ამ პროცესში.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო რიგი პოლიტიკური პარტიების მიერ ევროკავშირის მედიაციით გაფორმებული შეთანხმების ხელის არმოწერის პირობებში, პარტია „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე.
ევროკავშირის მხარე დაინტერესდა მმართველი პარტიის ხედვით შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების შესაძლებლობებთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ მმართველი პარტია მზადაა გააგრძელოს კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებთან რეფორმების გატარების კუთხით და გადადგას საჭირო ნაბიჯები პროცესის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში და დემოკრატიული პროცესის ჩარჩოში წარსამართად.
ქართულმა მხარემ, ასევე, ხაზი გაუსვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში ჩატარების მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქართული მხარე მოელის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ არჩევნების პროცესის დაკვირვებას.
საუბარი, ასევე, შეეხო ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის ნეგატიურ გავლენას ქვეყნის განვითარებაზე და ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმის საჭიროებებს.
მხარეებმა იმსჯელეს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს შემდგომი მხარდაჭერის გზებზე და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე.
მსგავსი სიახლეები

6 აგვ 2021პოლიტიკა
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში სკოლამდელი აღზრდა-განათლების რეფორმაზე იმსჯელეს

6 აგვ 2021პოლიტიკა
იუსტიციის სამინისტროს სტრატეგიული განვითარების 10-წლიანი სამოქმედო გეგმა
კვირის გრაფიკი
ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე
9 აგვ 2021კვირის გრაფიკი
საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...
ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო
6 აგვ 2021კვირის გრაფიკი
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...
ფინანსური სისტემების განვითარების დონე მსოფლიოსა და საქართველოში
2 აგვ 2021კვირის გრაფიკი
ფინანსური განვითარების ინდექსით საქართველო მსოფლიოში 77-ე ადგილზეა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოში აღნიშნული ინდექსი შეადგენს 0.30-ს, რაც მსოფლიოს საშუალო...