05:22 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე
ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო

სიახლეები

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში სკოლამდელი აღზრდა-განათლების რეფორმაზე იმსჯელეს

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში, სკოლამდელი აღზრდა-განათლების რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში განათლებისა და მეცნიერების, ფინანსთა, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის სამინისტროების,  მთავრობის ადმინისტრაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სამუშაო შეხვედრაზე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონის შესრულების, გარდამავალი დებულებით განსაზღვრული დავალებების აღსრულებისა და უახლოეს მომავალში განსახორციელებელი საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ ისაუბრეს, აღნიშნული მიმართულებით არსებული გამოწვევები და პრობლემები განიხილეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

„იუნისეფი დიდი ხანია მხარს უჭერს შესაბამის სტრუქტურებს როგორც სხვა მნიშვნელოვან საკითხებში, ასევე, სკოლამდელი განათლების მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ სკოლამდელი აღზრდის საკითხი კვლავ დღის წესრიგში დადგა“, - განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა.

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა ყურადღება გაამახვილა კომიტეტის როლზე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კანონის იმპლემენტაციის პროცესში.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს ბავშვის საუკეთესო ადრეული და სკოლამდელი განათლების სტანდარტები, რომელიც საქართველოს 64-ვე მუნიციპალიტეტში უნდა დაინერგოს.

„ჩვენ წინ გვაქვს ძალიან საინტერესო პროცესი, რომელიც კანონის საფუძველზე ავტორიზაციის გზით სტანდარტების დანერგვას გულისხმობს. ვმუშაობთ, რომ გვქონდეს ზუსტად გაწერილი გზამკვლევი და ყველა ოჯახი დარწმუნებული იყოს, რომ მათი შვილი მიიღებს მაღალი სტანდარტის მქონე სკოლამდელ აღზრდასა და განათლებას“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით მიღებულია ცალკეული ტექნიკური რეგლამენტები და სტანდარტები.

„სამუშაო შეხვედრაზე, ასევე, ვიმსჯელეთ პასუხისმგებელი უწყების განსაზღვრის საკითხზე, რომელიც კოორდინაციას გაუწევს სხვადასხვა სამინისტროებს. ვფიქრობ, ავტორიზაციის პროცესი დაჩქარდება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.​

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ტემპები და პროგნოზი

16 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში საქართველოში დღეს არსებული კოვიდის შემთხვევები ორ კვირაში თითქმის გაორმაგდება. OurWorldInData-ს მონაცემებით, საქართველოში 15 აგვისტოს...

ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე

9 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...

ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო

6 აგვ 2021კვირის გრაფიკი

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...