07:32 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საბანკო სექტორის მოგება 57%-ით გაიზარდა
ევროკავშირში ექსპორტი 28%-ით შემცირდა, დსთ-ში - 26%-ით

სიახლეები

ფრანგული სადაზღვევო გიგანტი თამბაქოს ბიზნესში ინვესტირებას წყვეტს

BBCNews - მსოფლიოში უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია - ფრანგული Axa Group-ი - თამბაქოს მწარმოებელი კონგლომერატების დაზღვევას წყვეტს.

Axa Group-ი, რომლის მართვაში 1.36 ტრილიონი ევროს აქტივებია, აპირებს გაყიდოს თამბაქოს კომპანიების აქციები და ობლიგაციები, საერთო ღირებულებით 1.7 მლრდ ევრო.

როგორც Axa Group-ის მენეჯმენტი ამტკიცებს, გრძელვადიან პერსპექტივაში, ინვესტიციები პროდუქციაში, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, XXI საუკუნეში ასობით მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდება, თავის თავს აღარ გაამართლებს.

სადაზღვევო ბაზრის მსხვილი მოთამაშეების უმრავლესობა კვლავ აგრძელებს ინვესტირებას თამბაქოს ბიზნესში, მაგრამ კიბოს წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მოვიდა დრო მათაც ფრანგულ გიგანტს მიბაძონ.

ბოლო 10 წლის განმავლობაში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ბრიტანეთში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა აიკრძალა, სიგარეტის კოლოფებზე გრაფიკული შეტყობინებები გაჩნდა ზიანის შესახებ, ხოლო მაღაზიებს აეკრძალათ თამბაქოს გამოფენა გამოსაჩენ ადგილებში.

წინა კვირას კი ევროკავშირის ახალი კანონები შევიდა ძალაში, რომელთა თანახმად, სიგარეტის კოლოფებზე მოწევის ზიანის შესახებ ახალი გაფრთხილებები უნდა დაიტანონ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯების დინამიკა

5 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            2020 წლის მარტის შემდგომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა საგრძნობი კლება განიცადა. თუ წლის პირველ სამ თვეში საგადასახადო შემოსავლების წლიური ზრდის ტემპი...

პოპულარული

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

21 სექტემბერი, 2020კვირის გრაფიკი

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი