სიახლეები
იუსტიციის სამინისტროს ყოფილი შენობის მფლობელი კომპანია შპს „რუსთაველი ფროფერთი“, განცხადებას ავრცელებს და „პრესაში გავრცელებულ რამდენიმე უპასუხისმგებლო ბრალდებას“ ეხმაურება და განმარტავს რომ:
კომპანიამ შეიძინა ქონება საჯარო აუქციონის გზით 2012 წლის იანვარში და შეძენის მომენტში დაეყრდნო საჯარო რეესტრის ამონაწერს, რომლის მიხედვით ქონების მესაკუთრე იყო ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ქონებაზე რაიმე სახის ვალდებულება ან შეზღუდვა არ იყო რეგისტრირებული.
კომპანიამ განაცხადა, რომ 2012 წლის 16 თებერვლის პრივატიზების ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველა ვალდებულება შეასრულა: გადაიხადა საპრივატიზებო საფასური 3 ტრანშად. ასევე შეასრულა პირობა: საპრივატიზებო ობიექტში განთავსებული მოსარგებლეების (2 სახელმწიფო დაწესებულება და შპს „სონიცენტრი თბილისი“) უსასყიდლო სარგებლობის უფლებით უზრუნველყოფა 2012 წლის პირველ თებერვლამდე.
“2012 წლის ოქტომბერში კომპანიამ პრესიდან შეიტყო რომ რუსთაველის გამზ N30 შენობის ნაწილთან მიმართებაში, მესამე პირებს გააჩნიათ დავა სახელმწიფოსთან. ეს გარემოება კომპანიამ მიიჩნია როგორც პრივატიზებული ქონების ნაკლად და საჯაროდ, პრესის და ტელევიზიის მეშვეობით დავის დეტალების გარკვევამდე პროექტის განხორციელების შეჩერების შესახებ გამოაცხადა. ამავდროულად კომპანიამ მოსთხოვა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს, როგორც ქონების გამყიდველს, ნაკლის გამოსწორება, ხოლო მანამდე დარჩენილი საპრივატიზებო ვალდებულების გადავადება. სამინისტრომ, კერძოდ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ეს პოზიცია არ გაიზიარა და ქონება ჩათვალა უნაკლოდ და ვალდებულებების გადავადებაზე თქვა უარი. ამის შემდგომ კომპანიამ მიმართა იგივე მოთხოვნით სასამართლოს, თუმცა სასამართლომ თავისი 2013 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა კომპანიის სარჩელი სამინისტროს წინააღმდეგ, რადგანაც ჩათვალა რომ ქონება არის უნაკლო და ის არ არის რაიმე უფლებით დატვირთული და ქონების გასხვისება არ წარმოადგენდა არამართლზომიერ ფაქტს”, -ნათქვამია განცხადებაში.
კომპანიამ დაასრულა დავა ეკონომიკის სამინისტროსთან, განაგრძო პროექტის განხორციელება და 2013 წლის მაისში გადაიხადა პრივატიზების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო ტრანში, 9 მლნ ლარის ოდენობით.
2012 წლის 1 მარტს, კომპანიამ გააფორმა იჯარის ხელშეკრულება შპს „სონიცენტრ თბილისთან“ (დირექტორი იოსებ ქოქოლაძე) და ამ ხელშეკრულების პირობების არშესრულების გამო 2013 წლის ოქტომბერში მიმართა, ხელშეკრულებით განსაზღვრულ მუდმივმოქმედ არბიტრაჟს, მოთხოვნით დაეკისროს შპს „სონიცენტრი თბილისს“ საიჯარო დავალიანების და ზიანის გადახდა და მოხდეს მათ მიერ უკანონოდ დაკავებული ფართის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.
კომპანიამ 2013 სექტემბერში და ოქტომბერში მიიღო შპს“რუსთაველი კაფე“ და შპს „ლაზერი-2 თბილისი“ (ორივეს დირექტორი ისევ იოსებ ქოქოლაძე) აბსურდული და ამავდროულად შანტაჟის და მუქარის წერილები, რომლითაც ითხოვენ იჯარის გაფორმებას და უარის შემთხვევაში აპირებენ თვითნებურად დაიკავონ ფართები. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომპანიამ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს რათა არ იქნეს შელახული შპს “რუსთაველი ფროფერთის“ საკუთრების უფლება.
შპს „რუსთაველი ფროფერთი“ აცხადებს, რომ არ დაუშვებს მისი საკუთრების უფლების და კომპანიის რეპუტაციის შელახვას და საქმიანობაში ხელშეშლას.
მსგავსი სიახლეები

16 აპრ 2018უძრავი ქონება
2017 წელს საცხოვრებელი უძრავი ქონების გასაყიდი ფასების ინდექსი შემცირების ტენდეციით ხასიათდებოდა

5 ოქტ 2017უძრავი ქონება
რა უნდა გავითვალისწინოთ, თუ ბინის იპოთეკური სესხით შეძენა გვინდა?

18 აგვ 2017უძრავი ქონება
მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის კომპანია ციხისძირში 100-ნომრიან სასტუმროს ააშენებს
კვირის გრაფიკი
კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების სიმკაცრის ინდექსი
5 აპრ 2021კვირის გრაფიკი
კორონავირუსის საწინააღმდეგო სამთავრობო პოლიტიკის სიმკაცრის მიხედვით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით ბოლო სამ თვეში...
უცხოური ინვესტიციების დინამიკა
29 მარ 2021კვირის გრაფიკი
საქართველოში შემოსული 2020 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად ნაკლებია გასულ წლებთან შედარებით. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 617 მლნ აშშ...
უძრავი ქონების რეგისტრაციის დინამიკა
24 მარ 2021კვირის გრაფიკი
2020 წლის დასაწყისში უძრავი ქონებების რეგისტრაციებმა მნიშვნელოვნად შემცირდა გასულ წლებთან შედარებით. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2020 წლის პირველი ოთხი თვის პირველადი და...
პოპულარული

ვარკეთილის ხევში პარკის რეაბილიტაცია იწყება
18 მარტი, 2021ინფრასტრუქტურა

რამდენად მნიშვნელოვანია ტურიზმის სფერო?
15 მარტი, 2021კვირის გრაფიკი

უცხოური ინვესტიციების დინამიკა
29 მარტი, 2021კვირის გრაფიკი

თბილისის მერის მოადგილის ბრიფინგი
18 მარტი, 2021სხვა

