05:06 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
11 თვე საბანკო სექტორმა 390.222 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა
უცხოური ბანკების ბარათებით ნოემბერში ტრანზაქციები 9.305 მილიონი ლარით შემცირდა

სიახლეები

 „m²  უძრავი ქონებამ“ ორი ახალი პროექტის დაწყების შესახებ განაცხადა

დეველოპერულმა კომპანიამ „m² უძრავი ქონება”, განაცხადა ორი ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დაწყების შესახებ თბილისში – ნუცუბიძის ქუჩაზე და ყაზბეგის გამზირზე. ორივე პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ფინანსური კორპორაციისა (IFC) და კანადის მთავრობის მიერ.

დაფინანსების საერთო მოცულობა $14 მილიონს შეადგენს, საიდანაც $4 მილიონი კანადის მთავრობამ  გამოყო უშუალოდ ენერგოეფექტური მრავალბინიანი სახლების მშენებლობის მიზნობრიობით. ორივე კომპლექსი 23%-მდე ენეგროეფექტური იქნება, რაც მობინადრეებს კომუნალური ხარჯების შემცირების შესაძლებლობას მიცემს. როგორც ნუცუბიძის ქუჩაზე, ისე ყაზბეგის გამზირზე ასაშენებელ საცხოვრებელ კომპლექსში ბინები ბარდება დასრულებული რემონტით. 

ნუცუბიძის ქუჩაზე ასაშენებელ საცხოვრებელ კომპლექსს, m² ნუცუბიძეზე, რომლის ჩაბარებაც 2015 წლის ნოემბერში იგეგმება. ყაზბეგის გამზირზე ასაშენებელი საცხოვრებელი კომპლექსის ჩაბარება 2016 წლის თებერვალში იგეგმება. 

„m² უძრავი ქონების“ პროექტებში ბინის შესაძენად, მსურველებს შეუძლიათ ისარგებლონ როგორც იპოთეკური სესხით, ისე შიდა განვადებით. შიდა განვადების შეთხვევაში, მინიმალური თანამონაწილეობა შეადგენს ბინის ღირებულების 20%–ს. აღსანიშნავია, რომ განვადების ვადა მშენებლობის ბოლომდე გრძელდება. ბინის მფლობელი სრულ თნხას მხოლოდ კომპლექსის დასრულებისას იხდის,  უზრუნველყოფას კი მხოლოდ შესაძენი უძრავი ქონება შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კრიპტოვალუტა Dogecoin და ილონ მასკი

10 მაი 2021კვირის გრაფიკი

.      2021 წელს Dogecoin-ის კრიპტოვალუტა მილიარდელმა ილონ მასკმა გახადა პოპულარული. მილიარდელი სოციალურ ქსელ Twitter-ზე პოსტების შედეგად Dogecoin-ის ფასი 0.1 ცენტიდან (1 იანვარი) 72 ცენტამდე (8 მაისი) გაიზარდა...

პანდემიის გავლენა საინვესტიციო აქტივებზე

3 მაი 2021კვირის გრაფიკი

       კოვიდ პანდემიამ მკვეთრად იმოქმედა ძირითად სასაქონლო ჯგუფების და საინვესტიციო აქტივების ფასებზე. სენტ ლუისის ფედერალური სარეზერვო სისტემის მონაცემებით ოქროს ფასმა მარტში...

კოვიდით გამოწვეული სიკვდილიანობა

26 აპრ 2021კვირის გრაფიკი

            2020 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში გარდაცვლილთა რიცხოვნობა ჩვეულ რაოდენობასთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის ოქტომბერ-დეკემბერში...