12:38 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საქართველოს საზაღვევო ბიზნესს მოგება 37%-ით გაეზარდა
ევრომ გუშინ გვიან ღამით 51 რუბლს გადააჭარბა

სიახლეები

ბრიტანეთში ბოლო თამბაქოს ქარხანა იხურება

The Financial Times - დიდ ბრიტანეთში ბოლო თამბაქოს ქარხანას ხურავენ. Japan Tobacco International-ი (JTI) თავის წარმოებას ჩრდილოეთ ირლანდიიდან პოლონეთში და რუმინეთში გადაიტანს.

ანტრიმის საგრაფოში მდებარე ქარხნის დახურვა 2016-დან 2018 წლამდე პერიოდში იგეგმება. ამჟამად კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს თანამშრომლებთან და პროფკავშირებთან, რამდენადაც 1.1 ათასი სამუშაო ადგილი უნდა გაუქმდეს. ამავდროულად, JTI-მ განაცხადა, რომ ქარხნებს დახურავს ბელგიაში და გერმანიაში.

JTI-ის მენეჯმენტმა თავისი გადაწყვეტილების ფინანსური დეტალების გამჟღავნებისგან თავი შეიკავა, თუმცა მიანიშნა, რომ ქარხნების დახურვის მიზეზია რთული ეკონომიკური სიტუაცია, მარეგულირებელი და საგადასახადო ორგანოებისგან მომდინარე ზეწოლა და ასევე კონტრაფაქტული თამბაქოს რეალიზაციის ზრდა.

ბოლოს ბრიტანეთში თამბაქოს ქარხანა 2014 წლის აპრილში დაიხურა და ის Imperial Tobacco-ს ეკუთვნოდა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

9 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            საქართველოში ოცი უმსხვილესი კომპანიის აქტივები 11.6 მილიარდ ლარს აღემატება. Forbes-ის მონაცემებით მთლიანი ოდენობის დაახლოებით 60% მოდის რვა კომპანიაზე (6.7 მილიარდი ლარი), საიდანაც...