14:50 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
McKinsey: ჭარბწონიანობა ეკონომიკას ისევე აზარალებს, როგორც ომები
Apple-მა App Store-ში ღილაკი „უფასო“ შეცვალა

სიახლეები

მთავრობა დევნილებისთვის ბინებს სამშენებლო კომპანიებისგან შეისყიდის

აგორა ფინანსები - საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დევნილი მოსახლეობისთვის ბინების შეძენის მიზნით, მენაშენეთა კონკურსი ცხადდება,–აღნიშნული გადაწყვეტილება ეკონომიკურმა საბჭომ მიიღო, რომელიც დღეს  პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა.


მენაშენეთა კონკურსი უახლოეს დღეებში გამოცხადდება და მასში მონაწილეობა იმ მენაშენეებს შეეძლებათ, რომლებიც  დედაქალაქში საქმიანობენ. პროექტი გრძელვადიანი და რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელდებ. პირველ ეტაპზე საუბარია მშენებარე სახლებში დევნილებისთვის საცხოვრებელი ბინების შესყიდვაზე. მეორე ეტაპი კი გულისხმობს, ამავე მიზნით, წლების წინ შეჩერებული მშენებლობებისთვის ახალი შესაძლებლობების აჩენას და მათ გააქტიურებას.


ეკონომიკური საბჭოს წევრებმა დევნილთა და განსახლების მინისტრ სოზარ სუბარისგან მოისმინეს ინფორმაცია პროექტის –„სოფლის სახლიმიმდინარეობის შესახებ, რაც დევნილი მოსახლეობისთვის სოფლად სახლის შეძენას ითვალისწინებს. სოზარ სუბარის განმარტებით, უკვე შემოსულია 350 განცხადება, რომელთა დიდი ნაწილი წლის ბოლომდე დაკმაყოფილდება.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. დევნილები თავად არჩევენ სახლებს სოფლად, თავისი ინფრასტრუქტურით, სახნავსათესი მიწით და ხშირ შემთხვევაში მსხვილფეხა საქონლით. ასე რომ, დევნილი მოსახლეობა სოფლად იძენს არა მხოლოდ სახლს, არამედ მათ უჩნდებათ არსებობისა და ოჯახის რჩენის შესაძლებლობა,“–განაცხადა სოზარ სუბარმა სხდომის დასრულების შემდეგ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების სიმკაცრის ინდექსი

5 აპრ 2021კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო სამთავრობო პოლიტიკის სიმკაცრის მიხედვით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით ბოლო სამ თვეში...

უცხოური ინვესტიციების დინამიკა

29 მარ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველოში შემოსული 2020 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად ნაკლებია გასულ წლებთან შედარებით. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 617 მლნ აშშ...

უძრავი ქონების რეგისტრაციის დინამიკა

24 მარ 2021კვირის გრაფიკი

            2020 წლის დასაწყისში უძრავი ქონებების რეგისტრაციებმა მნიშვნელოვნად შემცირდა გასულ წლებთან შედარებით. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2020 წლის პირველი ოთხი თვის პირველადი და...