14:10 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
გამთენიისას ენერგოსისტემაში მასშტაბური ავარია მოხდა
ობამამ განაცხადა, რომ ჰილარი კლინტონი აშშ-ის შესანიშნავი პრეზიდენტი იქნებოდა

სიახლეები

ოქტომბერში საქართველოში უძრავი ქონების ბაზარი გაიზარდა

აგორა ფინანსები - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2014 წლის ოქტომბრის თვეში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 5.2%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 46 388 ერთეული შეადგინა.

ამ წლის ოქტომბერი, 2010-2013 წლების იმავე თვესთან შედარებით ცალსახად ზრდით გამოირჩევა: 2010 წლის ოქტომბერთან (30 632 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 51.4%-ით, 2011 წლის ოქტომბერთან (38 086 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 21.8%-ით, 2012 წლის ოქტომბერთან (41 776 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 11.0%-ით და 2013 წლის ოქტომბერთან (44 101 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 5.2%-ით.

წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 8.9%-ით გაიზარდა: ზრდა დაფიქსირდა მეორადი (3.9%-ით), ხოლო კლება პირველადი (0.6%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში.

წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზრდა უძრავი ქონების მეორადი (8.7%-ით), ხოლო შემცირდა პირველადი (9.7%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2014 წლის ოქტომბრის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 7 546, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 38 842 ერთეული შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების სიმკაცრის ინდექსი

5 აპრ 2021კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო სამთავრობო პოლიტიკის სიმკაცრის მიხედვით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით ბოლო სამ თვეში...

უცხოური ინვესტიციების დინამიკა

29 მარ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველოში შემოსული 2020 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად ნაკლებია გასულ წლებთან შედარებით. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 617 მლნ აშშ...

უძრავი ქონების რეგისტრაციის დინამიკა

24 მარ 2021კვირის გრაფიკი

            2020 წლის დასაწყისში უძრავი ქონებების რეგისტრაციებმა მნიშვნელოვნად შემცირდა გასულ წლებთან შედარებით. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2020 წლის პირველი ოთხი თვის პირველადი და...