03:57 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ნავთობის და ევროს გაუფასურებამ გერმანელი ბიზნესმენების ოპტიმიზმი გაზარდა
ქართულმა სადაზღვევო კომპანიებმა სამი კვარტალი 32.569 მილიონი ლარის მოგებით დაასრულეს

სიახლეები

ელექტრონული სიგარეტი კომპიუტერის დავირუსების წყაროდ დაასახელეს

The Guardian - ელექტრონული სიგარეტი და სხვა USB-გაჯეტები, შესაძლოა კომპიუტერების დავირუსების წყარო გახდეს.

ელექტრონულმა სიგარეტმა შესაძლოა მწეველს სარგებელი მოუტანოს, მაგრამ მათი კომპიუტერებისთვის პოტენციური საფრთხის მატარებელია.

ელექტრონული სიგარეტების უმრავლესობა, კომპიუტერის ან ნოუთბუქის USB-პორტის საშუალებით იმუხტება. ამ პორტთან, იაფფასიანი, უცნობი მწარმოებლის მიერ გამოშვებული ელექტრონული სიგარეტის მიერთებით, მოწყობილობა კომპიუტერთან წვდომას იღებს. ამ გზით კი კომპიუტერს შესაძლოა ვირუსი შეეყაროს.

ამის მაგალითია პოპულარულ პორტალ Reddit-ზე გამოქვეყნებული ისტორია. კერძოდ, ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის ტიპ-მენეჯერის კომპიუტერი დავირუსდა და დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა მიზეზის დადგენა. საბოლოოდ გაირკვა, რომ ვირუსის წყარო ჩინეთში წარმოებული ელექტრონული სიგარეტი იყო, რომელზეც დაპროგრამებული იყო ვირუსი. როცა სიგარეტი ამ მენეჯერის კომპიუტერს უერთდებოდა, ვირუსი „სახლში რეკავდა“ და სისტემას ავირუსებდა.

კომპანია Trend Micro-ს კონსულტანტმა უსაფრთხოების საკითხებში, რიკ ფერგიუსონმა ამ შემთხვევას საკმაოდ შესაძლებელი უწოდა. „ვირუსი კონვეერიდან“ უკვე რამდენიმე წელია არსებობს და ის მრავალ მოწყობილობას ავირუსებს“.

ფერგიუსონის აზრით, კომპანიებმა უნდა გამორთონ სამუშაო კომპიუტერების USB-პორტები, ან მიიღონ ზომები, რათა თანამშრომლებმა მხოლოდ სანქცირებული მოწყობილობებით ისარგებლონ. რიგითმა მომხმარებლებმა კი პირად კომპიუტერებზე ანტივირუსები უნდა დააყენონ ან განაახლონ და თავი აარიდონ საეჭვო მოწყობილობების მიერთებას კომპიუტერებზე.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონ მოსახლეზე მსოფლიოში

30 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       კორონავირუსის შემთხვევებით ერთ მილიონ მოსახლეზე საქართველო მსოფლიოში ამ ეტაპისთვის 21-ე ადგილზეა. Worldometers-ის მონაცემებით საქართველოში აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენს 33,208-ს, რაც...

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...