14:16 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ბრიტანეთში ბრენდის დამალვა და ყველა სიგარეტის ერთნაირად შეფუთვა უნდათ
Facebook-ი ხმოვან შეტყობინებებს ტექსტურში გადაიყვანს

სიახლეები

რუსები ევროპული შალეებით ინტერესდებიან

კვლევითმა ორგანიზაცია Knight Frank -მა დაადგინა, რომ 2014 წელს რუსები, ევროპულ სამთო კურორტებზე შალეს შეძენით დაინტერესებულთა ხუთეულში შედიოდნენ. ორგანიზაციამ სამთო კურორტების უძრავი ქონების ბაზრის კვლევა ჩაატარა.

ადრე ანალიტიკოსებს ძირითად მყიდველებს შორის რუსები არ შეუნიშნავთ. შარშან რუსების მხრიდან მოთხოვნის რაოდენობა საერთო მოთხოვნების 17%-ს შეადგენდა, ხოლო დადებული გარიგებების რაოდენობაში რუსების წილი მხოლოდ 5% იყო. ძირითადი მყიდველები სამთო კურორტებზე მაინც ევროპელები არიან და მათზე მოდის მთელი გაყიდვების 61%. მეორე და მესამე ადგილებზე არიან მყიდველები აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან.

ექსპერტების შეფასებით, შალეს შეძენა ევროპის მთებში, რუსებისთვის საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიცირების საშუალებაა, რუსეთის ეკონომიკის არასტაბილურობის პირობებში. ამ შენაძენის საშუალო ბიუჯეტი 1-დან 5 მლნ ევრომდე მერყეობს.

„რუსებში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს უძრავი ქონება საფრანგეთის და შვეიცარიის ალპებში, ისეთ კურორტებზე, როგორებიცაა კურშეველი, მარიბელი, სანტ-მორიცი, ცერმატი და ვარბიე“, -აცხადებენ Knight Frank-ში. ექსპერტები ასევე აცხადებენ, რომ რუსებს შორის განსაკუთრებით პოპულარულია შვეიცარიული ანდერმატი (კანტონი ური), სადაც შვეიცარიის უმეტესი კანტონებისგან განსხვავებით, უძრავი ქონების შეძენა არარეზიდენტებსაც შეუძლიათ.

წამყვანი ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც ინტერესს იჩენენ პრემიუმ-კლასის უძრავი ქონების შეძენის მიმართ მსოფლიოს სამთო კურორტებზე, არის ჩინეთი (25%), მეორე და მესამე ადგილებზე არიან აშშ და ინდოეთი და ამ ორზე მოდის მთელი ციფრის 20%.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების სიმკაცრის ინდექსი

5 აპრ 2021კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო სამთავრობო პოლიტიკის სიმკაცრის მიხედვით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით ბოლო სამ თვეში...

უცხოური ინვესტიციების დინამიკა

29 მარ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველოში შემოსული 2020 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად ნაკლებია გასულ წლებთან შედარებით. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 617 მლნ აშშ...

უძრავი ქონების რეგისტრაციის დინამიკა

24 მარ 2021კვირის გრაფიკი

            2020 წლის დასაწყისში უძრავი ქონებების რეგისტრაციებმა მნიშვნელოვნად შემცირდა გასულ წლებთან შედარებით. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2020 წლის პირველი ოთხი თვის პირველადი და...